http://www.awa.org.ge

დღეს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში მრგვალი მაგიდის სხდომა გაიმართა, რომელიც მოქალაქეების შემოსული განცხადებების მიხედვით დაიგეგმა და ქალაქის კეთილმოწყობის ისეთ საკითხებს შეეხებოდა როგორიცაა: ნაგვის ურნების დადგმა, სანიაღვრე არხების გამართული მუშაობა, ქუჩების განათება და სხვა.
სხდომას ბენეფიციარებთან ერთად მოწვეული სტუმრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი დავით ნოღაიდელი და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი ესწრებოდნენ. 
ბენეფიციარებს ეცნობა, რომ წლის დასასრულს რუსთაველის, ჯავახიშვილის, პუშკინის და კაიკაციშვილის ქუჩებზე დასრულდება წყალ - კანალიზაციის ქსელთან და სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული სამუშაოები. გელაურის დასახლებაში დაიდგმება ურნები, ხოლო კლდიაშვილის ქუჩაზე მოგვარდება გარე განათებისა და მოსაცდელის მოწყობის საკითხები.

უკან