ხანდაზმულთა რესურს ცენტრში მორიგი საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა, რომელიც აჭარის დედასამშობლოსთან მიერთების 137 წლისთავს მიეძღვნა. ამჯერად საინფორმაციო სემინარი ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა რეზო ტაკიძემ ჩაატარა.
სემინარს ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები, ქობულეთის მე-2, მე- 6 საჯარო სკოლის და ხანდაზმულთა რესურს ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ლექტორმა აჭარის მკვიდრ მაჰმადიან ქართველი პატრიოტების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების საკითხში. შეეხო ბევრ საინტერესო ფაქტს საქართველოს უახლესი ისტორიიდან. მსმენელებს მიაწოდა ამ თემაზე მის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალა. დასასრულს სემინარის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.
სემინარების ციკლი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის" ფარგლებში ტარდება.