ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის” ტრადიციული საზაფხულო საქველმოქმედო აქცია ,,ჩვენც დავბერდებით ” დაიწყო!
საქველმოქმედო აქცია პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი” (დონორი - ევროკავშირი) ფარგლებში მიმდინარეობს და აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება. შემოწირულობის შესაგროვებლად მოხალისეები შუშის ყულაბებით ქობულეთის თითქმის ყველა ხალხმრავალ უბანს ეწვევიან. შეგროვებული თანხა უმწეო ხანდაზმულთათვის საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შეძენას მოხმარდება.
აქციების მხარდამჭერია მედია ჯგუფი „აჭარა P.S.“
შემოგვიერდით! მიიღეთ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში!
თქვენ შეგიძლიათ შემოწირულობა პროდუქტების ან თანხის სახით მოგვაწოდოთ მისამართზე: ქობულეთი, აღმაშენებელის 130, ხანდაზმულთა რესურს ცენტრი.
ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით: 593 13 20 21, 26 91 00 და შემოგვთავაზოთ თქვენი წინადადება.
ჩვენი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშია:
ა(ა) იპ ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე“
ს/კ 247009614
საქართველოს ბანკი-BAGAGE22, ა/ნ GE70BG 0000000513803700
წინასწარ გმადლობთ ქველმოქმედებისათვის!
"ქველმოქმედება-ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს.ქველმოქმედება აახლოებს და ამეგობრებს.მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს." დედა ტერეზა