დღეს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლია შაქარიშვილი შეხვდა. ქალბატონმა ლიამ დაწვრილებით ესაუბრა ხანდაზმულებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ჯანდაცვის პროექტების შესახებ, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოსახლოებისათვის არის განკუთვნილი. დეპუტატმა ისაუბრა ასევე ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც მან დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში 70 001-დან 200 ათასამდე სარეიტინგო ქულების მქონე პაციენტებს გეგმიური ოპერაციების, კორონაროგრაფიული კვლევის, სხივური თუ ქიმიოთერაპიის ხარჯები 100 პროცენტით დაუფინანსდებათ. ბენეფიციარებმა ქალბატონ ლიას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით დახმარება სთხოვეს, სტუმარმა გულისყურით მოუსმინა მათ და დახმარება აღუთქვა.