ტელეკომპანია TV12 ს ხელმძღვანელობამ ასოციაცია "ღირსეული სიბერის" ბენეფიციარები აზერბაიჯანული მხატვრული ფილმების კვირეულის პრეზენტაციაზე მიიწვია. "დრონი მეფობენ"- ასე ჰქვია ისტორიულ ფილმს, რომელოც ხანდაზმულებმა ნახეს და კინოჩვენებით საკმაოდ კმაყოფილები დარჩნენ. "ახალგაზრდობა გახსენდება, სულ კინოში ვიყავი"- თქვა სინანულით ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელმაც მსგავსი აქციების ხშირად ჩატარება ითხოვა. ,,ღირსეული სიბერის" ბენეფიციარებს აზერბაიჯანის გენერალური კონსული გაესაუბრა და ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდა.