ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ორგანიზაციის 140 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს. საახალწლო საჩუქრები: პროდუქტები და ტკბილეული ადგილობრივი შემოწირულობებით შეგროვდა. საჩუქრების გადაცემის პროცესი 19 დეკემბრიდან დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 29 დეკემბერს კი ქობულეთის მუზეუმის კინოდარბაზში საახალწო ზეიმი გაიმართება. დღევანდელ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ მოხალისეები ანა კენჭაძე და ნინო თავართქილაძე.