
26 სექტემბერს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში, პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი თემა ხანდაზმულთათვის აქტუალური საპენსიო კრედიტების აღება და ანაბრების გახსნა გახლდათ.