14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუზეუმში ასოციაცია "ღირსეული სიბერის" და ქობულეთის მუზეუმის ერთობლივი აქცია ,,არა ბარბარიზმებს!!“ ჩატარდა. ასოციაცის ბენეფიციარებმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლებმა, პედაგოგებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ერთობლივად დაუჭირეს მხარი ქართული ენის დაცვის კამპანიას. ხანდაზმულები პერპორმანსში აქტიურად ჩაერთნენ. მათ ხელებზე სწორი და არასწორის ფორმის გამომხატველი ფრაზები დაიწერეს და საზოგადოებას ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდეს.