დღეს, ასოციაციის ,,ღირსეული სიბერე” ოფისის ეზოში აქციის ,,დააპურე საქართველოს“ ფარგლებში მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ასოციაციის თანამშრომლებმა ნამცხვრებით, ხილით, ლიმონათებით და კამფეტებით გაუმასპინძლდენენ ორ ათეულზე მეტ სოციალურად გაჭირვებულ ადამიანს. აქციის სპონსორია ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ დამფუძნებელი ქალბ. ტატიანა სირაძე. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ორგანიზაციებს! შემოუერთდით საქველმოქმედო აქციას, მოგვაწოდეთ პროდუქტები, ერთად ვაკეთოთ სიკეთე და ვიზრუნოთ, რომ საქართველოში არავის არ შიოდეს!