ორი კვირის წინ ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ს - ოფისში ექიმმა ოფტომოლოგმა მარინა ჯობავამ ასოციაციის ბენეფიციარებს მხედველობის პროფილაკტიკური შემოწმება ჩაუტარა და სამკურნალო რეკომენდაციებთან ერთად სათვალის ნომრები დაუზუსტა. დღეს კი 36 ბენეფიციარს საჭირო პარამეტრების სათვალეები გადაეცათ. ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობა უხდის ოპტიკური სალონის მეპატრონეს დათო მუმლაძეს, რომელმაც დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენი თხოვნის მიმართ და სათვალეების საბითუმო ფასებში შეძენაში დაგვეხმარა.