დღეს, 17 თებერვალს, სიკეთის სპონტანური გამოვლინების დღეს აღნიშნავენ, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების ინიციატივით დაწესდა. ჩვენმა მოხალისეებმა უამინდობის მიუხედავად ეს დღე უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებთან და ქობულეთის ქუჩებში აღნიშნეს. ახალგაზრდები აქციის სიმბოლოს ,,სიკეთის კამფეტებს“ არიგებდნენდა და ამით საზოგადოებას მოუწოდებდნენ აკეთონ სიკეთე, რადგან ჩვენს სამყაროს ნამდვილად სჭირდება სიკეთე, სიყვარული და უანგარო ქველმოქმედება. მადლობას ვუხდით მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს განსაკუთრებული აქტიურობისთვის. აქტივობა განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.