,,ჩვენც დავბერდებით“ ასე ერქვა საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელიც ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ მოხალისეებმა მოაწყვეს. აქციაში ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და ახალგაზრდული საკრებულოს წევრები ჩაერთვნენ. ახალგაზრდებმა სოციალურად დაუცველი მოხუცები მოინახულეს და შემოწირულობებით შეგროვილი სასურსათო პროდუქტები გადასცეს.