http://www.awa.org.ge

კამპანია ჩვენ გარემოსთვის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, WMTR II, ქობულეთის 1 და 2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, .ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებთან, განათლების რესურსცენტრის და ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად შავი ზღვის სანაპირო ზოლის მონაკვეთი (მდინარე აჭყვის შესართავთან) დაასუფთავეს. აქცია წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ძლიერი ქარის მიუხედავათ ჩატარდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში კამპანია ჩვენ გარემოსთვის მხარდამჭერია ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“, განათლების რესურსცენტრი და ქობულეთის მუზეუმი. WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით. #ჩვენგარემოსთვის #keepGeorgiabeautiful

უკან