http://www.awa.org.ge

დღეს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარები, ქობულეთის გამგეობის შენობაში განთავსებულ „ქალთა ოთახს“ ესტუმრნენ. ახალი მუნიციპალური სერვისი ეს არის ღია სივრცე ქალებისათვის, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და კანონმდებლობის სიახლეების შესახებ. ისარგებლონ იქ არსებული ბიბლიოთეკით და ინტერნეტით. არის ასევე ბავშვთა კუთხეც. ,,ქალთა ოთახში“ ასოციაციის ბენეფიციარებს „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე მერი ჩენდლერი შეხვდა, რომელმაც ამერიკაში ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრების წესსა და შესაძლებლობებზე, ხანდაზმულთათვის განკუთვნილ სახელმწიფო პროგრამებსა და მოხუცთა თავშესაფრებზე ისაუბრა. ,,ქალთა ოთახების“ პროგრამა დაფინანსებულია USAID, ICCN მიერ, Mercy Corps პარტნიორობით.

უკან