http://www.awa.org.ge

ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ტრადიციულად მხიარული ზეიმით აღნიშნა. ბუშტებით და ყვავილებით მორთული ასოციაციის ოფისის ეზო ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობდა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც იყვნენ. ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, იმხიარულეს და შუშხუნებიანი ტორტიც დააგემოვნეს. ბენეფიციარებმა, თანამშრომლებმა და ქობულეთის კულტური ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ნინო მეგრელიძემ ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს და საჩურებიც გადასცეს. შეხვედრაზე ბავშვების მშობლები და მე 3 საჯარო სკოლის სპეცპედაგოგებიც იმყოფებოდნენ. მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება, პატარებს ჩვენი ორგანიზაციის სახით საიმედო მეგობრები ჰყავთ. აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან