ადამიანთა უფლებების ყველაზე ფართოდ გავრცელებული დარღვევა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობაა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის 2013 წლის გლობალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოს ქალთა 35% ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. თუმცა ზოგი ეროვნული კვლევა აჩვენებს, რომ ქალების 70%-მდე თავისი ინტიმური პარტნიორის ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ამ გლობალური უბედურების შემცირების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაერო 25 ნოემბერს აღნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. თარიღით აღნიშნეს 1960 წელს დომინიკის რესპუბლიკაში, პოლიტიკური აქტივისტების, სამი და მირაბალების სასტიკი მკვლელობები.
ყოველი წლის 25 ნოემბერს და მომდევნო 16 დღის განმავლობაში ტარდება აქციები ძალადობის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მასშთაბით (სრულდება 10 დეკემბერს).
,,ქალთა მიმართ ძალადობის დასრულება“ წარმოადგენს გაეროს ქალთა მიმართ ძირითად პრიორიტეტულ სფეროს, რომელშიც შედის მრავალი პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით. გაეროს ქალები ასევე ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან სოციალური მედიის პლატფორმებითაც, როგორიცაა ფეისბუქი და ტვიტერი.
მიმდინარე წლის მოწოდების შესაბამისად „შევღებოთ სამყარო ნარინჯისფრად 16 დღის განმავლობაში“ გთავაზობთ ჩაიცვათ ნარინჯისფერი - UNiTE-ს ოფიციალური ფერი. გადაიღოთ ფოტო და შემოგვიერთდეთ.