http://www.awa.org.ge

გამოფენა „60 პლუს - ახალი შესაძლებლობებით“, რომელიც დღეს, 1 ოქტომბერს გაიმართა, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. გამოფენაზე იმ ხანდაზმულ ბენეფიციართა ფოტოპორტრეტები იყო წარმოდგენილი, რომლებიც პროგრამის ,,ხანდაზმულთა ეკონომიური გაძლიერების მხარდაჭერა" გრანტიორები იყვენენ. პროგრამის ფარგლებში 50 ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა, ტრენინგები კი სხვადასხვა მიმართულებით 750 ბენეფიციარმა გაიარა. პორტრეტები ახალგარდა ფოტოხელოვანმა მარია ზოიძემ (მარია ჩე) გადაიღო. გამოფენას საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლების ესწრებოდნენ. აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

უკან