http://www.awa.org.ge

24 ნოემბერს, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ასოციაცია ,,ღირსეულმა სიბერემ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის მხარდაჭერით გამწვანების აქცია „ჩვენ ვაშენებთ მშვიდობის ხეივანს“ გამართა. აქციაში ასოციაციის თანამშრომლებთან, ბენეფიციარებთან, მოხალისეებთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გამგებლის მოადგილე რატი მეგრელიძე და კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძეც იღებდნენ მონაწილეობს. 
გამწვანების აქციაზე ფიჭვნარის დასახლებაში 43 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დაირგო.
საქმიანობა ’’დემოკრატიის ინსტიტუტისა’’ და ’’ღირსეული სიბერეს’’ ერთობლივი პროექტის - “დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.

უკან