http://www.awa.org.ge

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების გაცნობის და შემდგომი ადვოკატირების მიზნით, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ქობულეთის მუნიციპალტეტის სხვადასხვა სოფლებში გასვლით შეხვედრებს მართავს. ამჯერად ადვოკატირების ჯგუფი ( მარიანა ჟღენტი, ნატა მიქელაძე, ნუგზარ ჟორდანია და ლაშა ჟღენტი) ოჩხამურის თემის აგურის ქარხნის დასახლებას და ქვედა სამების მცხოვრებლებს ეწვია. ჯგუფის წევრები მოსახლობას სთავაზობენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, არიგებენ საინფორმაციო ფლაერებს, ქალთა და მოხუცთა მიმართ ძალადობის ეჭვის შემთხვევაში ახორციელებენ ოჯახის კონტროლზე აყვანას. აქტივობა ხორცილედება ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან