http://www.awa.org.ge

ყოველი წლის 7 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცდილობს გლობალური ჯანდაცვის რომელიმე საკითხის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს. 2017 წელს 7 აპრილს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის თემად დეპრესია გამოცხადდა. ამ თემასთან დაკავშირებით ხანდაზმულთა კლუბის წევრებისთვის ჩატარდა სემინარი ,,ხანდაზმულობის დეპრესია და მისი პროფილაქტიკა“. სემინარის მთავარი გზავნილი იყო - „დავამარცხოთ დეპრესია“! სემინარი ფსიქოლოგმა ნატო დარბაიძემ ჩაატარა. ხანდაზმულებში დეპრესიის სიმპტომები ხშირად ყურადღებისა და მკურნალობის მიღმა რჩება. ამ ასაკში ხშირია ახლობელი ადამიანის დაკარგვა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის დაქვეითება, შესაძლებლობების შეზღუდვა, ინვალიდობა. ყველა ამ ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს იზოლაცია, დამოუკიდებლობის დაკარგვა, მარტოობა, ფსიქოლოგიური სტრესი და დეპრესია. თუმცა არასწორია წარმოდგენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო დათრგუნულები და ნაღვლიანები ხდებიან, რის მაგალითსაც ჩვენი ქალბატონები გვაძლევენ! ისინი ცდილობენ თავიანთ პრობლემებს გაუმკლავდენენ, ცხოვრება საინტერესო და აზრიანი გახადონ. ძვირფასო ხანდაზმულებო! ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ გიწვევთ კონსულტაციებზე ფსიქოლოგთან, რომელსაც უძღვება გამოცდილი ფსიქოლოგი ნატო დარბაიძე კონსულტაციის დღეებია: ორშაბათი და ოთხშაბათი 15: 00 საათიდან 18:00 საათამდე ჩაწერა შესაძლებელია სატელეფონო ზარის საშუალებით წინასწარ, ან ადგილზე, მისამართი: ქობულეთი, რუსთაველის 36 ტელ: 26 77 17 კონსულტაციები მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ფარგლებში.

უკან