http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ოფისში (ქობულეთი, რუსთაველის 36) დასაქმებაზე ორიენტირებული უფასო ტრენინგები მიმდინარეობს, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტის - ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში ატარებს. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე"
ამჟამად დასრულდა ტრენინგი თემაზე: CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება, დამსაქმებელთან კომუნიკაცია. ტრენინგს 14 მსმენელი დაესწრო. ტრენინგი ჩაატარეს ტრენერებმა: ნატო ურუშაძემ და არჩილ ხახუტაიშვილმა. მსმენელები საკმაოდ აქტიურები იყვნენ და მოსმენილით კმაყოფილები დარჩნენ. მათ გადაეცათ სერთიფიკატები. 
ასევე გრძელდება განაცხადების მიღება შემდეგ პროგრამებზე:
უცხო ენები (ინგლისური, რუსული) სავაჭრო ობიექტების კონსულტან-ტებისთვის; 
ბუღალტერია - ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
გიდების მომზადება;
უცხო ენები (ინგლისური, რუსული) კვების ობიექტის პერსონა-ლისთვის (მიმტანები);
უცხო ენები (ინგლისური, რუსული) ტაქსის მძღოლებისთვის;
სანიტარული უსაფრთხოება კვების ობიექტებში;
სავაჭრო და კვების ობიექტების პერსონალის გაძლიერება მომხმარე-ბელთან კომუნიკაციის მიმართულებით (ეფექტური კომუნიკაცია, პროდუქციის წარდგენა, დარწმუნება და ა.შ.); CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება, დამსაქმებელთან კომუნუკაცია
საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე ’’დემოკრატიის ინსტიტუტის’’ ტრენინგ-ცენტრებში სპეციალური განაცხადის შევსებით: 
ბათუმი: ჭავჭავაძის 107; 
ქობულეთი: რუსთაველის 36; 
ქედა: ტბელ აბუსერიძის 10
საკონტაქტო მონაცემები: 
ბათუმის ოფისი: (0422) 27-57-44; 
მობილური: 577 17 37 04 (თამარი); 577 17 37 07 (ნატო)
ქობულეთის ოფისი 26 7717 მობ: 593 13 20 21(ნატო)
ვებ-გვერდი: 
www.iod.ge ელ-ფოსტა: training@iod.ge

უკან