http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ - ბენეფიციარი, 90 წლის მარტოხელა მოხუცი ვერა პელიხანი, რომელიც ქობულეთის განაპირა უბანში ერთ პატარა სახლში ცხოვრობს ამ რამდენიმე ხნის წინ სტიქიამ დააზარალა. ქარმა მის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და უმწეო მოხუცი მკაცრი რეალობის პირისპირ აღმოჩნდა. პელიხანმა დახმარებისთვის გამგეობასთან ერთად ასოციაციას მოგვმართა, ჩვენ კი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს გელა გოგიტიძეს მივმართეთ და პროცესის დაჩქარება ვთხოვეთ. ბატონმა გელამ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბატონმა ზაზა კაიკაციშვილმა გულთან მიიტანა მარტოხელა მოხუცის გასაჭირი და დაპირება საქმედ აქცია. ვერა პელიხანის სახლზე გადახურვის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
,,ღირსეული სიბერე“ მადლობას უხდის ბატონი გელასა და ბატონი ზაზას ამ მხარდაჭერისათვის და საქვეყნო თუ სამადლო საქმეების კეთებაში წარმატებებს უსურვებს.

უკან