http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს დედის დღე ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა კლუბ ,,სიჭაბუკის “ წევრებმა (ხელმძღვანელი ნინო მეგრელიძე) მიულოცეს. ახალგაზრდების მიერ დედაზე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით წაიკითხულმა ლექსებმა მსმენელებს გული აუჩუყა და თვალები აუცრემლიანა. საღამო ბენეფიციარებმა ნუნუ ბერიშვილმა, ნათელა ჟღენტმა, ეთერ ჭყონიამ, ნათელა ბელთაძემ და იზო ხურცილავამ საკუთარი ლექსებით გაალამაზეს. აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის მიერ კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში .

უკან