ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს დედის დღე ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა კლუბმა ,,სიჭაბუკემ“ განსაკუთრებულად მიულოცა . ახალგაზრდების მიერ მხატვრულ -ლიტერატურულ მონტაჟში დედის მიმართ გამოვლენილმა სიყვარულმა და მადლიერების გრძნობამ მსმენელები ააცრემლა და საღამოს განსაკუთრებული სითბო შემატა. სადღესასწაულო ვითარება ასოციაციის ბენეფიციარებისგან ახლად ჩამოყალიბებულმა ვოკალურმა ჯგუფმა ,,საპოვნელამ“ შექმნა. საღამო ბენეფიციარებმა ნუნუ ბერიშვილმა და ნათელა ჟღენტმა საკუთარი ლექსებით გაალამაზეს. დღესასწაული ბენეფიციარების და ახალგაზრდების ნაცეკვმა ,,განდაგანამ“ დააგვირგვინა.
ასოციაცია მადლობას უხდის კლუბ ,,სიჭაბუკეს“ და მის ხელმძღვანელს ნინო მეგრელიძეს საღამოში მონაწილეობისთვის.
აქტივობა ჩატარდა პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში . პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.