http://www.awa.org.ge

1 ივლისს ხანდაზმულთა რესურს ცენტრს ,,დემოკრატიის მთხრობელთა დასის“ წევრები ეწვივნენ. დასი დაფუძნებულია ორგანიზაცია ,,ბორჯღალი“-ს ინიციატივით, ფონდ ,,ღია საზოგადოებასაქართველოს“ მხარდაჭერით. დასში გაწევრიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ახალგაზრდები, რომლებმაც თხრობითი პერფომანსების სახით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს სხვადასხვა საინტერესო ისტორიები.
თხრობითი პერფორმანსები დაფუძნებულია Storytelling-ს პრინციპებზე, რაც კონკრეტული ამბის მაგალითზე საზოგადოებისთვის გარკვეული გზავნილების მიწოდებას გულისხმობს და დემოკრატიულ ღირებულებების განვითარებას უწევს პოპულარიზაციას.. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები და მოხალისეები, რომლების ისტორიების განხილვის პროცენსში აქტიურად მონაწილეობდნენ.

უკან