http://www.awa.org.ge

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“  ინიციატივით   2013 წლის 12 ნოემბერს  „დღეგრძელ ქალთა კლუბს“  ჩაეყარა საფუძველი. კუ-დღეგრძელობის და სიბრძნის სიმბოლოა. ჩვენი ასოციაციის ლოგოზეც სიმბოლურად კუ არის გამოსახული. პირველი დღეგრძელი წევრი  კი ასოციაციის დამფუძნებელი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ექიმი ტატიანა სირაძეა, რომელსაც 12 ნოემბერს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ასაკობრივი კლასიფიკაციის მიხედვით  დღეგრძელებად ითვლებიან  90 წელს გადაშორებული ადამიანები.  კლუბი დღეგრძელებთან დაკავშირებულ  სხვადასხვა ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 90 დან 100 წლამდე 175 ადამიანია, მათ შორის 134 ქალია. დღეგრძელები 100 წლის ზემოთ კი 8, ყველა ქალია და ყველა სოფლად მაცხოვრებელი: ემინე ანთაძე 100 წლის (კოხი), თინა ხახუტაიშვილი 104 წლის (აჭყვისთავი), შირვან ჭაღალიძე 105 წლის (ოჩხამური), ხურიე ბოლქვაძე 102 წლის (ციხისძირი), ნადია რომანაძე 100 წლის (ციხისძირი), ფატყუმე დიასამიძე 100 წლის (ჩაქვი), ემსილე ჭაღალიძე 101 წლის (ჩაქვი).

                                         110 წლის ემინე ანთიძე, ცხოვრობს სოფ. კოხში

 

                                      

უკან