ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც 1991 წლიდან მთელს მსოფლიოში 25 ნოემრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება და პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს“ ცენტრი გამართავს შემდეგ ღონისძიებებს:
25 ნოემბერი ( საერთაშორისო დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ) შეღებე სამყარო ნარინჯისფრად 16 დღის განმავლობაში - ასეთია წელს გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UniTE) მთავარი გზავნილი. ასოციაცია უერთდება ნარინჯისფერ კამპანიას აქციით: ,,დაგმე ქალთა მიმართ ძალადობა, შეღებე სამყარო ნარინჯისფრად!“, გავრცელდება თემატური საინფორმაციო მასალა. პასუხისმგებელი პირი: ნატო მიქელაძე.
29 ნოემბერი 15 :00 სთ ( ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღე )
შეხვედრები ,,მრგვალი მაგიდის“ ფორმატში თემა: ოჯახური ძალადობა. მოდერატორი : მარიანა ჟღენტი
3 დეკემბერი 15:00 სთ კინოჩვენება გენდერულ პრობლემატიკაზე. ნაჩვენები იქნება ფილმი ,, განძი“ კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. მოდერატორი: შორენა დოლიძე
6 დეკემბერი 15:00სთ (ეძღვნება მონრეალის მკვლელობებს )
სემინარი ,,მამაკაცური საუბრები გენდერზე“. სემინარი „თეთრი ბაფთის" კამპანიის დამაარსებლის, მაიკლ კაუფმანის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ქალების მონაწილეობის გარეშე ტარდება და მისი მიზანი გენდერული ძალადობის პროცესში მამაკაცების როლის გაძლიერება წარმოადგენს. მოდერატორი ნუგზარ ჟორდანია
10 დეკემბერი 15:00 (ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე) ძალადობის წინააღმდეგ ახალი სოციალური რეკლამის პრეზენტაცია. ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმის ,,უთქმელი ისტორიების" ჩვენება, რომელიც პირველი ქართველი ფემინისტების ისტორიებს მოგვითხრობს. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგების შეჯამება. მოდერატორი: ნანა კალანდაძე.
აღნიშნულ თემაზე მომზადდება საგაზეთო სტატია და გამოქვეყნდება ადგილობრივ გაზეთში.
აქციები და შეხვედრები გაიმართება ასოციაციის ოფისში.მისამართი : ქობულეთი აღმაშენებელის 130