საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, წელს უკვე მეხუთედ ახორციელებს ევროპის დღეებს. ამ დღეებს უერთდება ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ქობულეთიდან.
2017 წლის 18 მაისს 13:00 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლის ფოიეში, ა(ა)იპ ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ორგანიზებით ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება. ღონისძების ფარგლებში „ჩემი ევროპელი ბებო“ - მოეწყობა წარმოდგენა ხანდაზმულების და მოხალისეების ჩართულობით, სტუმრებს მიეცემათ ქობულეთური ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება, აქვე გაიმართება ხელნაკეთი სუვენირების და სამკაულების გამოფენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ნანა კალანდაძე ტელ: 599 40 19 15 მისამართი: ქობულეთი, აღმაშენებელის 114 კულტურის ცენტრის ფოიე
აქტივობა მზადდება ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.