
ხანდაზმულთა რესურს ცენტრის (დონორი ევროკავშირი) ბენეფიციარებისთვის ასოციაცია ,,ღირსეულმა სიბერემ’’ ექსკურსია მოაწყო. ცენტრის 20-მდე ბენეფიციარმა მოინახულა ისტორიული სოფელი აჭი, დაათვალიერა მე-13 საუკუნის დროინდელი აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ამ ეკლესიის უნიკალურობა იმაშია, რომ ის არასოდეს დაურბევია გარეშე მტრებს, არ დაუზიანებია ხანძარს და სტიქიას. დღემდე კარგადაა შემონახული ქართული ხატწერის შესანიშნავი ნიმუშები.
ხანდაზმულებმა მოინახულეს გურიის ერთ-ერთ ისტორიული სოფელი ლიხაური, დიდი ქართველი მამულიშვილის, ეროვნული საგანძურის მცველისა და გადამრჩენის, ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული და ექვთიმე ღვთისკაცად წოდებული- აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის სახლ მუზეუმი, რომელმაც ბენფიციარებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
ბენეფიციარებმა ასევე დაათავლიერეს აჭის ჰიდროელექტრო სადგური, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და დღემდე ემსახურება ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფას.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1000280983339796.1073742127.110260972341806&type=3