http://www.awa.org.ge

იწყება ხელსაქმის გაკვეთილების ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი მასალიდან (ლაქაში, ლერწამი, ფიჭვის წიწვები) სუვენირების და სამკაულების დამზადებას. კურსი 20 გაკვეთილისგან შედგება და მას დიზაინერი მაია შათირიშვილი უძღვება. ამჟამად კი მასალას ვამზადებთ თქვენთვის!! შეგვეხმიანეთ ტელეფონი: 26 77 17 ან მობრძანდით ოფისში და შეავსეთ განაცხადი. მის: ქობულეთი რუსთაველის 36 გელოდებით! აქტივობა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან