http://www.awa.org.ge

ინკლუზიური განათლების შესახებ პედაგოგებს ტრენინგები უტარდებათ. ისინი თეორიულ საკითხებს, ასევე პრაქტიკულ მასალას ეცნობიან. ვიდეო მასალის, მაგალითებისა და პედაგოგიური სიტუაციების ანალიზის საფუძველზე მსმენელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის იდენტიფიცირებას და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას შეძლებს. პროგრამის სრულად გავლის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი. ტრენინგების ციკლი ასოციცაცია "ღირსეული სიბერის" ოფისში რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ტრენინგზე განსახილველი მთავარი საკითხებია: ინკლუზიური განათლების არსი; ინკლუზიური სწავლების მოდელები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების ისტორია; ტერმინების - შშმ და სსსმ განმარტება. ტრენინგი „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. პროექტს აფინანსებს „ევროკავშირი“.

უკან