http://www.awa.org.ge

10 ნოემბერს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე-ს“ ოფისში სიმღერის მოყვარულმა ბენეფიციარებმა კარაოკე კონკურსი ,,მომღერალი ბებოები“ გამართეს. სამ ათეულზე მეტი ხანდაზმული ბენეფიციარისა და მოწვეული სტუმრების წინაშე შვიდი ბენეფიციარი წარსდგა. რეპერტუარიც მრავალფეროვანი იყო. ლირიკიდან დაწყებული კლასიკური ნაწარმოებებით დამთავრებული, ორმა კონკურსანტმა კი საკუთარ ლექსზე შექმნილი სიმღერაც შეასრულა. იყო ქართული სიმღერების პოპურიც, რომლის შემსრულებელმა ნატო ბარამიძემ მთავარი პრიზი დაიმსახურა. უნდა ითქვას, რომ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის სამ წევრს (რესო ტაკიძე, ნინო მეგრელიძე და ალინა კალანდაძე) გამარჯვებულის გამოვლენა ძალიან გაუჭირდა. ამიტომაც სპეციალური ჯილდოები თითოეულ მათგანს გადაეცა. ღონისძიება შესანიშნავი გამოვიდა, ხანდაზმულები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. აქტივობა განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან