http://www.awa.org.ge

კითხვა:  

გამარჯობათ. მე ვარ მერი ჭანტურიშვილი, ვცხოვრობ  ქობულეთში, გამაჩნია ბინა, რომელიც გამოყოფილი მაქვს ორდერის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით მსურს აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით ირიცხებოდეს ჩემზე, გთხოვთ დამაკვალიანოთ საიდან უნდა დავიწყო მოქმედება და ვის უნდა მივმართო.

                                                                                    გმადლობთ.   მ. ჭანტურიშვილი

             

პასუხი

მოგესალმებით. ქალბატონო მერი თუ თქვენ არ გაქვთ ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულება უნდა მიმართოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის იურდიულ სამსახურს. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი სამსახური კანონიერად მიიჩნევს თქვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს თქვენს სახელზე გაიცემა  პრივატიზაციის ხელშეკრულება, რის შემდგომაც მიმართავთ საჯარო რეესტრს და მოხდება თქვენი ქონების საკუთრების უფლებით დარეგისტრირება.

 

                                                                                     იურისტი მარიანა ჟღენტი 

უკან