http://www.awa.org.ge

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ასოციაციამ „ღირსეული სიბერე“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი, სტატიების კონკურსი ,,ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ გამოაცხადა. ქობულეთის, ბათუმის, ქედის და ოზურგეთის საჯარო სკოლების უფროსკლასელთა მიერ წარმოდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს შორის 9 საუკეთესო სტატია გამოვლინდა, რომელთა ავტორები ალეკო ფარტენაძე (ქედა), გოდერძი გორგილაძე და გვანცა შავიშვილი (ბათუმი), მარიამ მამეიშვილი, ნიკოლოზ შაფაქიძე, მარიამ ურუშაძე ოზურგეთიდან, ხოლო ქობულეთიდან ნია ტაკიძე, თეონა ცეცხლაძე და თამრიკო ზოიძე იყვნენ. გამარჯვებულად კი ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. პირველი მაისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ალეკო ფარტენაძე დასახელდა. კონკურსგარეშე ნამუშევრებში საუკეთესო მესტიელი მოსწავლის ანა ნიჟარაძის სტატია იყო, ხოლო საუკეთესო პოსტერის ავტორი ქობულეთელი მოსწავლე ანა კენჭაძე. კონკურსის ყველა მონაწილე სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით, გამარჯებული სტატიის ავტორი კი აიპედით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონიალს ქობულეთის რესურს ცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე, ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე, კონკურსანტები, პედაგოგები და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასოციაცია მადლობას უხდის ქობულეთის მუზეუმის დირექციას მასპინძლობისათვის.

უკან