სარვამარტოდ ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს ქობულეთის კულტური ცენტრის კლუბ ,,სიჭაბუკის“ წევრებმა (ხელმძღვანელი ნინო მეგრელიძე) შესანიშნავი ღონისძიება აჩუქეს. წარმოდგენილი იყო ქალთა დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიცია. ბენეფიციარებმა მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდებს და საკუთარი ლექსები წაიკითხეს. ასოციაცია მადლობას უხდის ქობულეთის კულტური ცენტრს ერთგული თანამშრომლობისთვის და ქობულეთის მუზეუმს მასპინძლობისთვის...