http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ქალთა კლუბის წევრებმა და მოხალისეებმა კულტურულ -ისტორიული ტურები დაგეგმეს. ამჯერად ხანდაზმულთა ჯგუფი სოფელ ზენითში ელინისტური პერიოდის საწნახელსა და ადრეშუასაკუნეების თეთროსნის ეკლესიას ეწვივია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მათ შესაბამისი ინფორმაცია ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა მიაწოდა. რეზო ტაკიძემ ხანდაზმულების შეკითხვებსაც უპასუხა. ტურში სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილებდნენ. აქტივობები მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან