ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის მანძილზე ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ მიერ, პროექტის „ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ ფარგლებში (დონორი ევროკავშირი) მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. მათ შორის, ერთ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა გახლდათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული ლიტერატურული კონკურსი „არა ძალადობას“, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ერთად უფროსი ასაკის ადამიანებიც ჩაერთნენ. ლიტერატურულ კონკურსში სულ 30 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, ამათგან განსაკუთრებული მოწონება 8 თემამ დაიმსახურა. ასანიშნავია ვაჟების აქტიურობა, რომლებიც ერთსულოვანნი არიან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. კონკურსის ყველა მონაწილე დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა, ხოლო განსაკუთრებულად შეფასებული ნამუშევრების ავტორებს, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგეობის, გაზეთ „ჩემი ქობულეთისა“ და ევროკავშირის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიალს ევროკომისიის წარმომადგენელი ქეთი ელიზბარაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, კულტურის ცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, კონკურსანტები და ასოციაციის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.