დღეს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის დასასრულს, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ოფისში ლიტერატურული კონკურსის ,,არა ძალადობას“ დაჯილდოება გაიმართა, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ერთად უფროსი ასაკის ადამიანებიც მონაწილეობდნენ. საკონკურსო თემები გოგონების ადრეული ქორწინების თემას ეხებოდა. საუკეთესო ნაშრომებისათვის კონკურსის 4 მონაწილე: სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარი ვერულიძე, ქობულეთის № 2 საჯარო სკოლის 11ა კლასის მოსწავლე ერეკლე ნოღაიდელი, ბენეფიციარები - ნათელა ჟღენტი და მერი ძაგნიძე დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოვებას კონკურსანტებთან, ბენეფიციარებთან და მოსწავლეებთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ჟორდანია ესწრებოდნენ.