23 ნოემბერი, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარებს განსაკუთრებით დაამახსოვრდებათ. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ივერთა საძმო“ მათ სამედიცინო ტექნიკა: ინგალაციის აპარატები (ნებულაიზერები), სისხლში შაქრის საზომი გლუკომეტრები, ელექტროთერმომეტრები და წნევის საზომი აპარატები გამოუგზავნა. ასოციაცია მადლობას უხდის კეთილი საქმის მკეთებელთ და ბატონ ჯემალ მეგრელიძეს ინიციატივისთვის.