დღეს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში ჩატარდა სემინარი თემაზე ,,მამაკაცური საუბრები გენდერზე“. სემინარი „თეთრი ბაფთის" კამპანიის დამაარსებლის, მაიკლ კაუფმანის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ქალების მონაწილეობის გარეშე ტარდება და მისი მიზანი გენდერული ძალადობის პროცესში მამაკაცების როლის გაძლიერება წარმოადგენს. სემინარში მონაწილეობა ქობულეთის №1 საჯარო სკოლის (დირ. ნარგიზ რომანაზე) მოსწავლეებმა მიიღეს. ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.
სემინარის პრეზენტატორი ჟურნალისტი ნუგზარ ჟორდანია იყო.
კამპანია ხორციელდება ’’დემოკრატიის ინსტიტუტისა’’ და ’’ღირსეული სიბერეს’’ ერთობლივი პროექტის - “დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ’’ევროკავშირი’’.