ასოციაციაში ,,ღირსეული სიბერე“ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქციის ჩატარება ტრადიციად იქცა. 28 აგვისტოს მოხალისეებმა მოხუცებს მარიამობა მიულოცეს და შემოწირული თანხით შეძენილი პროდუქტების ნაკრები გადასცეს.
,, ჩვენთვის ქველმოქმედება არის ხანდაზმულთა პრობლემებით დაინტერესება და მხარდაჭერა ამ პრობლემების გადაწყვეტაში. ჩვენ გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მათ გვერდით არიან მარტოხელა მოხუცები, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ“ ამბობს ნანა კალანდაძე, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ დირექტორი.
საქველმოქმედო დაა მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია ხანდაზმულთა რესურს ცენტრის საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.