ლუბა კორძაძე 87 წლისაა, იგი 60 წელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა. ახლა მარტო ცხოვრობს, რასაც ძალიან განიცდის. მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა. ბინა, სადაც ხანდაზმული ცხოვრობს სარემონტოა. ნახევრად გაყინულ ოთახში მცირე ტიპის გამათბობელი, კარადა, ტახტი და საწოლი დგას.
ყველაზე მეტად სტუმრების გამოჩენა ახარებს. ამბობს, რომ მარტო ყოფნა უჭირს. ლუბა ბებოს მდგომარეობით „ღირსეული სიბერის“ თანამშრომლები ხშირად ინტერესდებიან, რაც მას ყველაზე მეტად ახარებს.