„მე ყველანაირად მზად ვარ“ - გვითხრა ნანული ბებომ და კარადიდან ჩარჩოში ჩასმული ფოტო გადმოიღო. დამტვერილი ზედაპირი ხელით გადაწმინდა, „აქ ახალგაზრდა ვარ და კარგად გამოვიყურები“ - ამბობს ის. 83 წლის ნანული ბოჭორიშვილი ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ აქტიური ბენეფიციარია. უყვარს გაზეთების კითხვა. მას ასოციაციის სოციალური მუშაკი ახალ პრესას პერიოდულად აწვდის. მარტოხელა ხანდაზმულს 35 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს. ახლა პენსიის ამარადაა დარჩენილი. თანხის ძირითადი ნაწილი კი წამლების შეძენისას ეხარჯება.