http://www.awa.org.ge

ხანდაზმულ ქალთა ასოციაციაში „ღირსეული სიბერე” ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „ხანდაზმულთა რესურს ცენტრი”, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ასაკოვან ბენეფიციართა თვითდასაქმების საგრანტო პროგრამა.
პროგრამის მიზანი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დახმარებოდა ასაკოვან ბენეფიციარებს. პროგრამის ფარგლებში ტრენინგები „მცირე ბიზნესის ფორმირება და მართვა” გაიარა 50 ბენეფიციარმა, 30-მა მათგანმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და დაფინანსდა მცირე გრანტებით. პროექტში მონაწილეობენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები 47 წლიდან 78 წლამდე. პროექტი გრძელდება.

უკან