
სულ მალე დასრულდება ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე წარმატებული პროექტი ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი", რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში .
https://www.youtube.com/watch?v=fxsLGkoIsyM
სამწუხაროდ ორგანიზაციას არ ააქვს შესაძლებლობა მუდმივად შეინარჩუნოს ცენტრი ხანდაზმულთათვის და არსებული რეალობის გათვალისწინებით, ხანდაზმულებს ერთ დღეს თავიანთი საყვარელი „თბილი სახლის“ კარი დაკეტილი დახვდებათ...
ასოციაცია მიმართავს ხელისუფლებას ხანდაზმულთა რესურს ცენტრისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფის თხოვნით!
ვიდეოკლიპი სახელწოდებით „ჩვენ გვჭირდება საკუთარი ჭერი“, რომელიც ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" პარტნიორმა ორგანიზაციამ – მედიაჯგუფმა „აჭარა P.S.“-მა გადაიღო, სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება.
https://www.youtube.com/watch?v=rvA8hg3HHbk