http://www.awa.org.ge

 

ასოციაცია „ღირსეულ სიბერის " ოფისში გაიმართა მორიგი შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. შეხვედრას ორგანიზაციის თანამშრომლები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა უპოვართა სასადილოს პერსონალსა და ბენეფიციართა ურთიერთადმოკიდებულების საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრას წინ ხანდაზმულის საჩივარი უძღვოდა, რომელიც ორგანიზაციაში შემოვიდა. წერილიდან ირკვევა, რომ უპოვართა სასადილოში ბენეფიციართა შორის სიტყვიერ დაპირისპირებას აქვს ადგილი, კონფლიქტში ნაწილობრივ დაწესებულების თანამშრომლებიც ერთვებიან. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა ხათუნა მამასახლისმა ბენეფიციარებს სასადილოში ქცევის წესები განუმარტა, სასადილოს თანამშრომლებს კი ის ვალდებულებები შეახსენა, რაც მათ ხელშეკრულებით აკისრიათ. საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნათია თხილაიშვილმა თავის მხრივ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, უწყება მკაცრ ზომებს გაატარებს. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ მონიტორების დაკვირვების შედეგად, ამ ეტაპზე სოციალურ სასადილოში საკვების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. აქტივობა განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.
 
უკან