http://www.awa.org.ge

 

14 თებერვალს მსოფლიო ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ასოციაცია „ღირსეულ სიბერეში“ ღონისძება გაიმართა, რომელიც მოხალისეების მიერ იყო ორგანიზებული. ენრი ვერულიძე და ბექა გუნთაიშვილი ხანდაზმულების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. ღონისძიებაში ხანდაზმულები აქტიურად მონაწილეობდნენ. წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს სასიყვარულო ისტორიებიც. ღონისძიების დასასრულს მოხუცებს ტორტით გავუმასპინძლდით. ასოციაცია ,,ღირსეული სიბერესთან“ უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ხანდაზმულ ქალთა კლუბი, სადაც ხანდაზმულებს შესაძლებელობა აქვთ ერთად შეხვდნენ სხვადასხვა დღესასწაულებს, ფინჯან ჩაიზე ერთმანეთს საკუთარი პრობლემები თუ მოსაზრებები გაუზიარონ, მათთვის ასევე, ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, პოეზიის საღამოები, ექსკურსიები და სხვა ბევრი საინტერესო აქტივობები. აქტივობები მიმდინარეობს პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.
 
უკან