http://www.awa.org.ge

12 ოქტომბერს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე-ს“ ოფისში ორმოციოდე წლის მოქალაქემ საკუთარი ბებია, 85 წლის ციალა მოსეშვილი მოიყვანა. როგორც აღმოჩნდა, ამ ადამიანს უპასუხიმგებლო ჭირისუფალმა საკუთარი საცხოვრებელი ბინა დააკარგვინა და შემდეგ პრაქტიკულად უპატრონოდ და უბინაოდ დარჩენილი უმწეო მოხუცი, მისი ორიოდ ჩანთაში მოთავსებული ავლადიდებით, ასოციაციაში მოიყვანა. მოხუცმა თავშესაფარში უპირობო მოთავსება მოითხოვა, თანაც უარის შემთხვევაში თვითმკვლელობითაც იმუქრებოდა. ასოციაციის იურისტმა 112-ის ეკიპაჟი გამოიძახა და ქობულეთის გამგეობის სოციალურ სამსახურის უფროსს დაუკავშირდა. ქალბატონი ხათუნა მამასახლისის უშუალო ძალისხმევით მოხუცი ურეხის დროებით თავშესაფარში მოათავსეს. ქალბატონი ციალას მოხუცთა თავშესაფარში მოთავსების პრობლემა კვლავ აქტუალურია და ამ საკითხის გადაწყვეტაზე ასოციაცია მომავალი კვირიდან იზრუნებს. ამ ფაქტმა ნათლად გვიჩვენა, თუ რაოდენ საჭიროა და აქტუალურია ჩვენს მიერ არაერთგზის მოთხოვნილი და ხელისუფლების წინაშე დაყენებული-ხანდაზმულთა თავშესაფრის ქობულეთში არსებობა. აჭარაში არსებული ერთადერთი თავშესაფარი მხოლოდ ბათუმელებისათვის არის განკუთვნილი და მათთვისაც კი სავანეში მოთავსება დიდ პრობლემას წარმოადგენს.

უკან