http://www.awa.org.ge

18 ნოემბერს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“-ს ოფისში ,,მრგვალი მაგიდის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილული იქნა ქობულეთის ა(ა)იპ ,, სანიტარული დასუფთავების“ ორგანიზაციაში არსებული პრობლემები, კერძოდ: შრომითი კანონმდებლობასა და სამუშაო რეგლემენტთან დაკავშირებული დარღვევები, სპეცტანსაცმელის და ინვენტარის უკმარისობის საკითხები. ,,მრგვალი მაგიდის“ სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რატი მეგრელიძე, ქობულეთის ,,სანდასუფთავების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მჟავანაძე, ამავე სამსახურის იურისტი ლაშა რომანაძე, ქობულეთის სანაპირო პარკის დირექტორი ასლან ბლადაძე და ,,სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლები (მეეზოვეები). აღნიშნულ პრობლემურ საკითხებზე გაიმართა საფუძვლიანი მსჯელობა და შესაძლებელი გახდა ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება. დასუფთავების სამსახურის მუშა-მოსამსახურებმა საჯარო სტრუქტურის გადაწყეტილების მიმღებ პირებისგან მიიღეს დაპირება, რომ მომავალი წლის სამეურნეო-საფინანსო გეგმაში აუცილებლად იქნება გათვალიწინებული სხდომაზე მიღებული რეკომენდაციები. სხდომა გაიმართა ვროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი).

უკან