10 სექტემბერს პროექტ ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში ( დონორი ევროკავშირი) მორიგი შეხვედრა ,,მრგვალი მაგიდის“ - ფორმატში, შპს ,,სანდასუფთავების“ მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების თემას მიეძღვნა. შეხვედრას შპს ,,სანდასუფთავების“ დირექტორი დავით ასამბაძე, ქობულეთის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯინჭარაძე , სამსახურის მუშა-მოსამსახურეები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. ორგანიზაციის დირექტორმა დავით ასამბაძემ ამომწურავად უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს, განმარტა არსებული ტარიფიკაციის მიმართულებები, ხარჯები, როგორც ასამბაძემ აღნიშნა, იგი გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით მეეზოვეთა შრომის ანაზღაურება ძალიან დაბალია, თუმცა შპს ,,სანდასუფთავების“ ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში გაწერილი ხარჯებიდან გამომდინარე , ანაზღაურების გაზრდა შეუძლებელია. გადაწყდა, მომზადდება წერილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელზე შპს ,,სანდასუფთავების“ სატენდერო ტარიფის გადახედვის თაობაზე.